23 დეკ 2025
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს, მას ჯაშუშობაში“ ადანაშაულებენ.
ე.წ. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია რესპუბლიკაში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში.
სამოქალაქო აქტივისტს 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თამარ მეარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია-აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
უწყებაში ამბობენ, რომ ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი.