ჰაერის გაუმჯობესების საკითხი- შეხვედრა საწარმოების წარმომადგენლებთან

23 დეკ 2025

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების საკითხები განიხილეს  მოქმედ საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და   რუსთავის მერმა.
ითქვა, რომ  ბოლო წლების განმავლობაში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გარკვეული პროგრესი   მიღწეულია, თუმცა გამოწვევები ისევ  არსებობს.
ბიზნესსექტორთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი   რუსთავში მოქმედი საწარმოების კონტროლს კიდევ უფრო გააძლიერებს.