23 დეკ 2025
აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების გარანტიების დეტალები აღწერა, რომელზეც უკრაინული, ევროპული და ამერიკული მხარეები მუშაობენ. მისი თქმით, მეორე კომპონენტი ევროკავშირში წევრობას გულისხმობს.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიების მესამე კომპონენტი „მსურველთა კოალიციაა“.