სტარტაპერების დაჯილდოება

23 დეკ 2025

იდეადრომის“ გამარჯვებული სტარტაპერები დააჯილდოვა კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა. პირველ ადგილზე ჟიურის გადაწყვეტილებით გუნდი „ლიანები“ გავიდა, რომელმაც 7000  ლარი მიიღო.  
"იდეადრომი" უკვე მეთერთმეტედ ჩატარდა.  სტარტაპ იდეების კონკურსის თემები იყო ციფრული კომუნიკაცია, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
ორგანიზატორების განცხადებით, წინა კონკურსებში მონაწილე არაერთმა გუნდმა, შექმნილი პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გატანაც შეძლო.