ხელვაჩაურის მთავარი ნაძვის ხე აინთო

22 დეკ 2025

ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა ხელვაჩაურში. ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე  მოწყობილ სცენაზე მაყურებლის წინაშე ანსამბლები, ,,ათძალი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხეთი“, ჭარნალის საბავშვო ბაღის, ახალშენის, ახალსოფლის N2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, ზურაბ ცინცქილაძე, მერაბიკო დოლიძე და სტუდია ,,ჰარმონია" წარსდგნენ.

ღონისძიების ფარგლებში სკოლამდელი, საშუალო განათლების და კულტურის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია მოეწყო.