22 დეკ 2025
საზეიმოდ აანთეს მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ქობულეთში. ახალი წლის მთავარი ატრიბუტი ქობულეთის მერმა პატარებთან ერთად აანთო. საზეიმოდ ცაზე ფოიერვერკებიც გაუშვეს.
ახალი წლის დღეების აღსანიშნავად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე 18:00 სთდან სხვადასხვა საახალწლო ღონისძიება იმართება.
გამოფენილია ხელნაკეთი ნივთები, ბავშვების განწყობაზე თოვლის ბაბუამ იზრუნა. ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები 31-დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გალა კონცერტი კი 28-დეკემბერს ჩატარდება.