22 დეკ 2025
რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი-ეს იყო მთავარი გზავნილები განცხადებებიდან, რომლებიც ელჩების კონფერენციაზე გაკეთდა.
პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება ქართველი დიპლომატების როლსა და მისიაზე გაამახვილეს.
ითქვა, რომ დიპლომატიური სამსახურის სიმტკიცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ქვეყნისთვის და რომ ელჩების ძალისხმევით შეძლებს საქართველო პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას საერთაშორისო ასპარეზზე.