22 დეკ 2025
,,საახალწლო ტრადიციები აჭარაში’’- ამ თემათიკაზე ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ღონისძიება გაიმართა.
მუზეუმის სტუმრები ახალი წლის ტრადიციებსა და რიტუალებს გაეცნენ. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია, თუ როგორ ხვდებოდნენ რეგიონში ახალ წელს და ძველი ტრადიციები რა დოზით არის შემონახული.
ღონისძიების ფარგლებში მეკვლის მნიშვნელობაზეც გამახვილდა ყურადღება. ღონისძიება ანსამბლმა ,, ჰანგებმა“ და შუახევის სალოტბარო სკოლის ახალგაზრდა მომღერლებმა მრავალჟამიერით გახსნა.
დასკვნით ნაწილში გასართობი და ინტერაქტიული აქტივობები ჩატარდა.