ელჩების კონფერენცია 2025

22 დეკ 2025

რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი-ეს იყო მთავარი გზავნილები განცხადებებიდან, რომლებიც ელჩების კონფერენციაზე გაკეთდა. 

პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება ქართველი დიპლომატების როლსა და მისიაზე გაამახვილეს.

ითქვა, რომ დიპლომატიური სამსახურის სიმტკიცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ქვეყნისთვის და რომ ელჩების ძალისხმევით შეძლებს საქართველო პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას საერთაშორისო ასპარეზზე.

პრემიერის განცხადებით დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, -მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო ძალიან სერიოზული მცდელობა გარე ძალების მხრიდან საქართველო კვლავ ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში.