22 დეკ 2025
ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა აჭარის ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში. ღონისძიება შვიდ ტურად ჩატარდა.
ვაჟთა შორის ჩემპიონი იოსებ ტუღუში გახდა, ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს მედლის მფლობელები შესაბამისად, რატი დიასამიძე და თენგიზ დიდმანიძე გახდნენ.
ქალთა შორის პირველ ადგილზე ლულუ დიასამიძე გავიდა, მეორე დამესამე ადგილზები მარინე აროშიძემ და ანა მალაზონიამ დაიკავეს.
გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზით.
ჩემპიონებს ასევე გადაეცათ თასი. ტურნირი აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდამჭერით ჩატარდა.