22 დეკ 2025
ქობულეთში დღეიდან წინასაახალწლო ღონისძიებები იწყება. ცენტრალურ მოედანზე 18 საათიდან სხვადასხვა სახის აქტივობა გაიმართება. ამ დროისთვის მიმდინარეობს სცენის მონტაჟი და მოწმდება ტექნიკური დეტალები.
ღონისძიების ფარგლებში, დღეს ქობულეთის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კონცერტია დაგეგმილი, 19:00 სთ-დან კი მთავარი ნაძვის ხე აინთება. ღონისძიებას ფოიერვერკი დაასრულებს.
საახალწლო ღონისძიებები ქობულეთში 31-დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. კონცერტებში ადგილობრივი შემსრულებლები და მოწვეული მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.