საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

22 დეკ 2025

ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის ვლადიმერ პუტინის მზადყოფნა მისასალმებელია, - ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის¬  პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ელისეის სასახლეში აღნიშნეს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ნებისმიერი სახის დიალოგი უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ პარტნიორებთან „სრული გამჭვირვალობით“ შედგება და მიზანს კვლავ უკრაინისთვის „მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მიღწევა წარმოადგენს.

შეგახსენებთ,  კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის. მანამდე, 19 დეკემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევს.