უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფი ფლორიდაში მუშაობას განაგრძობს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკულ დელეგაციასთან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან დღეს კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინის საზღვაო ლოგისტიკაზე წვდომის დაბლოკვას ცდილობს და სწორედ ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებას მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.ზელენსკის თქმით, ზეწოლის გარეშე, ისინი აგრესიის
რეალურად შეწყვეტას არ აპირებენ.