22 დეკ 2025
ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.
ანგარიშში სხვადასხვა თემებთან ერთად გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების ადმინისტრაციული გამჭვირვალობის საკითხი. რეიტინგში წარმატებული პოზიცია აქვს საქართველოს.
საჯარო მმართველობის კეთილსინდისიერების კონტექსტში წარმოდგენილი ადმინისტრაციული გამჭვირვალობის შეფასების 10 ბალიანი სისტემით საქართველომ 10 ქულა დაიმსახურა და ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა.
რეიტინგში საქართველო უთანაბრდება ევროკავშირის წევრ 5 სახელმწიფოს საფრანგეთს, ესტონეთს, ჩეხეთს, ხორვატიას, სლოვენიას და უსწრებს ევროკავშირის წევრ ყველა დანარჩენ ქვეყანას. ადმინისტრაციული გამჭვირვალობით ევროპაში თანაბარი შეფასებით ბოლო პოზიციაზე მოხვდა უკრაინა, გერმანია და ირლანდია.