21 დეკ 2025
რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ საქართველოდან თურქეთში წასული მუჰაჯირები არაერთ ქალაქში დასახლდნენ.
ძირითადად საზღვრიდან მოშორებით თურქეთის დასავლეთ ნაწილში. მათ შორის ქალაქ იზმირში, ბერძნების მიერ გაშენებულ ქალაქ სმირბაში, რომელიც ახლა თურქეთის შემადგენლობაშია.
ისტორიულ ქალაქში თავის ისტორიას უკვე წლებია წერენ ჩვენებურებიც, გურჯები გადასახლებული ბათუმიდან, ართვინიდან და მაჭახლის ხეობიდან.
დღეს რუბრიკა “ფრაგმენტები” მოგიყვებათ ქართული კულტურის ასოციაციაზე და ქართველ ქალებზე, რომლებიც გურჯებს მშობლიური ენისა და კულტურის აღდგენაში ეხმარებიან.