21 დეკ 2025
ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა. დიმიტრო პესკოვის თქმით, ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პუტინთან სასაუბროდ მზად იყო, ახლა კი დიალოგისთვის მზადყოფნას რუსეთის პრეზიდენტიც გამოთქვამს.
პესკოვმა აღნიშნა, რომ თუ არსებობს ორმხრივი პოლიტიკური ნება, მაშინ „ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.“
ცნობისთვის, მაკრონმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ ევროპამ უნდა იპოვოს გზა რუსეთის ლიდერთან პირდაპირი ურთიერთობისთვის.
მისივე თქმით, ევროკავშირს მოუწევს პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება, თუ აშშ-ის მცდელობები უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად წარუმატებელი აღმოჩნდება.