21 დეკ 2025
ბათუმში წინასაახალწლო ღონისძიებები ოფიციალურად დაიწყო. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ უკვე აინთო.
ახალ წელს ბათუმი საზეიმო გალაკონცერტით შეხვდება, ხოლო სადღესასწაულო ღონისძიებები 7 იანვარს, საშობაო კონცერტით დასრულდება.
ევროპის მოედანზე გახსნილია საზეიმო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთული „საახალწლო სოფელი“, სადაც წარმოდგენილია სამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეები.
მერიის ინფორმაციით, დაგეგმილია მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი აქტივობები, წარმოდგენა-პერფორმანსები და კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.