,,მე აფხაზეთისთვის“

21 დეკ 2025

,,მე აფხაზეთისთვის“ 2025 წლის ღონისძიების სპეციალური ჯილდო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადაეცემა.

ღონისძიების ფარგლებში ,,მანდარინი’’ წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცამეტმა წარმატებულმა აფხაზეთელმა მიიღო, რომლებმაც საკუთარი პროფესიული მიღწევები აფხაზეთს დაუკავშირეს.

ღონისძიება მეექვსე წელია აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ყოველი წლის ბოლოს ტარდება.