21 დეკ 2025
აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან , საერთაშორისო წყლებში, მეორე სანქცირებული ნავთობის ტანკერი დააკავა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დოლანდ ტრამპმა ვენესუელურ ნავთობზე სრული ბლოკადა გამოაცხადა.
უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ რომ ეს მიმდინარე თვეში უკვე მეორე შემთხვევაა. Bloomberg-ის ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავ სუპერტანკერზე დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ვენესუელური ნედლი ნავთობი იყო, რომელიც იურიდიულად ჩინურ კომპანიას ეკუთვნის.
ვენესუელა აშშ-ის ამ ქმედებას აფასებს, როგორც საერთაშორისო ტერორისტულ აქტს.