21 დეკ 2025
თელ ავივში 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე სახელმწიფო გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
შეკრებილი დემონსტრანტები აცხადებენ, რომ პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს მთავრობა უარს ამბობს 7 ოქტომბრის მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღებაზე.
აქციის მონაწილეები საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ ყველაფერზე რაც მოხდა პასუხისმგებლობა პრემიერმა უნდა აიღოს.