რუსეთის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია, თუმცა, პუტინს ბრძოლის გაგრძელება 3-დან 5 წლამდე შეეძლება - CNN

21 დეკ 2025

რუსეთის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია, თუმცა ეს პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან წლების განმავლობაში არ დააჯენს - ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

გამოქვეყნებულ სტატიაში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის უფროსი მკვლევარი აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია, თუმცა პუტინს ბრძოლის გაგრძელება სულ მცირე 3-დან 5 წლამდე პერიოდში შეეძლება.

მედიასაშუალების ცნობით, რუსეთის ეკონომიკა სხვადასხვა სექტორში მზარდ სირთულეებს აწყდება, რაც გამოწვეულია სანქციებით და გადაჭარბებულ სამხედრო ხარჯებით.

როგორც „სიენენი“ იტყობინება, ნაადრევია თქმა, რომ კრემლი ეკონომიკური პრობლემების გამო უკრაინის განადგურების გეგმებზე უარს იტყვის. 

ამავე სტატიაში ბრიტანელი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ვიდრე რუსეთი ნავთობს აწარმოებს და ადეკვატურ ფასად ყიდის, მას გადარჩენისთვის საკმარისი ფული ექნება.