ზელენსკი ასახელებს იმ საკითხებს, რომელთან დაკავშირებითაც უკრაინა კომპრომისზე ვერ წავა

21 დეკ 2025

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ შეერთებულ შტატებს გადასცა თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებში კომპრომისი ამ დრომდე შეუძლებლად მიიჩნევა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაზე რთულ საკითხებად ტერიტორიები, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და აღდგენისთვის საჭირო თანხები რჩება.

ზელენსკიმ ასევე დაასახელა რამდენიმე ტექნიკური საკითხი უსაფრთხოების გარანტიებსა და მონიტორინგის ფორმატზე.

განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს საკუთარი პოზიციები გაუზიარეს და პასუხს ელოდებიან.