20 დეკ 2025
სერბეთისა და საქართველოს ხალხების წეს-ჩვეულებებში წარმოუდგენელი მსგავსება აღმოვაჩინე, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი და მისი მეუღლე დღესასწაულზე ეწვივნენ.
„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და მისმა მეუღლემ, თამარმა, განსაკუთრებული პატივი მიაგეს ვუჩიჩების ოჯახს, რომლებიც დღესასწაულზე ეწვივნენ. ჩვენი ხალხების წეს-ჩვეულებებში წარმოუდგენელი მსგავსება აღმოვაჩინე“, – დაწერა ალექსანდრ ვუჩიჩიმა.