20 დეკ 2025
ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის გალერეაში შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
ბათუმელი და არა მხოლოდ მხატვრები, ტრადიციულად, წელსაც თემატური ნამუშევრებით წარსდგნენ დამთვალიერებლების წინაშე.
40-ზე მეტ ხელოვანს საგამოფენო სივრცეში სხვადასხვა დროს შესრულებული 60-მდე ექსპონატი ჰქონდათ წარმოდგენილი.