20 დეკ 2025
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინის კომენტარს უპასუხა, რომლის თქმითაც რუსეთი მზადაა უკრაინაში არჩევნებისას უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იფიქროს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისი ქვეყანა არ დათანხმდება პოტენციური არჩევნები რუსეთის ლიდერმა აკონტროლოს.
პოლონური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინს უკრაინაში საარჩევნო პროცესების კონტროლი სურს. ჟურნალისტებმა ზელენსკის ასევე ჰკითხეს, თუ რას გულისხმობს პუტინი ომის ძირეულ მიზეზებზე საუბრისას, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ პუტინი ომის ძირეულ მიზეზს არ ეძებს.