20 დეკ 2025
რუსეთის იერიშის შედეგად ოდესის ოლქში 8 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა. პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმა ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა. ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის განცხადებით, დარტყმის შემდეგ ავტოსადგომზე სატვირთო მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა. ოლეგ კიპერის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზოგიერთი მათგანი, იერიშის დროს ავტობუსში იმყოფებოდა, რომელიც დარტყმის ეპიცენტრში მოხვდა.