19 დეკ 2025
ხმათა უმრავლესობით ხელვაჩაურის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია, მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კენჭისყრისას მხარი ოპოზიციამ არ დაუჭირა, მათი შეფასებით ბიუჯეტი სრულყოფილი არ არის, რასთან დაკავშირებითაც საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ბიუჯეტის პროექტს უბრალოდ კარგად არ გაეცნენ.
72მილიონ 591ათას 434 ლარს შეადგენს ხელვაჩაურის მომავალი წლის ბიუჯეტი სადაც პრიორიტეტულ მიმართულებაზე ,ანუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 29 მილიონი, ჯანდაცვის რვა და სოციალურ 13 მიზნობრივ პროგრამაზე 4მილიონ 350ათას 815 ლარია გათვალისწინებული, 14 მილიონზე მეტია გამოყოფილი განათლების მიმართულებით რაშიც სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის გარდამავალი პროექტებიც ერთიანდება.
ბიუჯეტის დოკუმენტში აქცენტი კეთდება ერგესა და სალიბაურში სოციალური სახლების მშენებლობაზე, სტიქიურ ზონებში ფერდსამაგრების პროგრამაზე რისთვისაც 4 მილიონზე მეტია გამოყოფილი, ასევე სოფლებში წყლის სისტემების მოწყობა რეაბილიტაციაზე რასაც დაახლოებით 2 მილიონ ნახევარი ლარი მოხმარდება.