ნოშრევან დავითაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

10 აგვ 2025

შუახევში ნოშრევან დავითაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში. სპორტულ აქტივობაში აჭარის მუნიციპალიტეტები ასევე ქარელის, ცაგერის, ხაშურისა და ოზურგეთის სასპორტო სკოლების სპორტსმენები ჩაერთვნენ. ღია პირველობაში რვა წონით კატეგორიაში სულ 70-მდე მოჭიდავე მონაწილეობდა.  ტრადიციული სპორტული ღონისძიება ბოლო რამდენიმე წელია  შუახევში იმართება და მისი მიზანი ქართული ჭიდაობის პოპულარიზებაა.