ხელვაჩაურის საკრებულო ბიუჯეტს ამტკიცებს

19 დეკ 2025

2026 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ დღეს ხელვაჩაურში, სადაც საკრებულოს სხდომა ამ წუთებში იწყება.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალური ბიუჯეტი მომავალ წელს ხელვაჩაურში 72 მილიონ 591 ათას 434 ლარი იქნება, პრიორიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტები, განსაკუთრებით წყალმომარაგების მიმართულება, ჯანდაცვა და განათლება იქნება.

საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენამდე ,ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, დოკუმენტი ჩასწორდა და დღეს დეპუტატები საბოლოოდ უყრიან კენჭს.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი უნდა განიხილონ, ბიუჯეტის დამტკიცებასთან ერთად მათ შორისაა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ცვლილებები ,ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის მთავრობისთვის გადაცემის შესახებ საკითხები.