ბათუმის ბიუჯეტი 570 მილიონი იქნება  

19 დეკ 2025

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 570 მილიონი ლარი იქნება, დოკუმენტის მიხედვით, პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურული მიმართულება, სხვა პროექტებთან ერთად.

2026 წელს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც აშენდება ორსართულიანი 300 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა.

მიმდინარეობს და 2026 წელს დასრულდება 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასა და ივანე მესხის ჩიხში. ბაღები ჯამში 240 აღსაზრდელზეა გათვლილი.

2026 წელს დასრულდება 6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, შედეგად 1 440 ბავშვი შეძლებს სააღმზრდელო პროცესში ჩართვას.