18 დეკ 2025
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ,სოფელ კაპრეშუმში 90 ეკომიგრანტი ოჯახი ახალი საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილდა.
ბინები სრულად კეთილმოწყობილია, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ოფიციალურ ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად ბოლქვაძეების ოჯახს სიმბოლურად ახალი სახლის გასაღები გადასცა.
რეგიონის პირველმა პირმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკის რეალური შედეგია და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ასევე მიმდინარე და დაგეგმილ სოციალურ პროექტებზე და აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის, აღნიშნული პროექტების დასრულების შემდგომ, 2000-ზე მეტ ოჯახს ექნება კეთილმოწყობილი ბინა.