მიგრაციის კომისიის სხდომა

18 დეკ 2025

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 34-ე სხდომაზე მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის  საქმიანობაზე გამახვილდა ყურადღება. კომისიის წევრებმა სხდომაზე განიხილეს საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის განხორციელების პროგრესი და ერთხმად დაამტკიცეს სტრატეგიის 2026 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც  მიზნად ისახავს მიგრაციული პროცესების ეფექტიან მართვას. გეგმა ფოკუსირებულია ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობაზე, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და მიგრანტთა რეინტეგრაციაზე. სხდომაზე ასევე მოხსენებით წარსდგა, ჯანდაცვის მინისტრის რომელმაც შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ის საკანონმდებლო ცვლილებები მიმოიხილა, რაც 2026 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება.