ხელვაჩაურში 90 ეკომიგრანტ ოჯახს ახალი ბინა გადაეცა

18 დეკ 2025

ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა. დღეს ბინის გასაღები 90 ეკომიგრანტმა ოჯახმა ჩაიბარა. საცხოვრებელი ფართები გარემონტებული და კეთილმოწყობილია. 8 სართულიანი სახლი სოფელ კაპრეშუმში აშენდა.