18 დეკ 2025
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთობლივი განცხადებისას განაცხადა, რომ ყველაფერს უნდა გააკეთონ, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა არსებობდეს. ყაველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის და დაინტერესებულია წევრობაზე სამართლიანობის პრინციპებით.
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი განაცხადა, რომ სერბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უკვე მჭიდროა, თუმცა გასაღრმავებელი ბევრი საკითხი არსებობს. ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმდნენ პირდაპირი ფრენების გახსნაზე თბილისი–ბელგრადის მიმართულები.
მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი, მათ შორის დარგობრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.