დაკავება მობილური ტელეფონების ქურდობისთვის

18 დეკ 2025

პოლიციელებმა მარნეულში ქურდობის ბრალდებით  არასრულწლოვანი დააკავეს,  იგი  წარსულში არაერთგზის ბრალდებულია,  ასევე არასრულწლოვანი მისი  ძმა  კი  დანაშაულში ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა  4 დღის წინ   ღამის საათებში მარნეულში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში   მობილური ტელეფონი მოიპარეს.  შემდეგ ეს  ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი თანასოფლელებს მიყიდეს, ხოლო ნაწილი სხვადასხვა მაღაზიებში ჩააბარეს. 
სამართალდამცველებმა 4 ნაქურდალი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.  დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს