18 დეკ 2025
მარნეულში დააკავეს პირი, რომელიც ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის იძებნებოდა. შსს ინფორმაციით , მსჯავრდებული სექტემბერში მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკურად გაუსწორდა თანმხლებ პირს, რომელსაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩადენილი დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.