18 დეკ 2025
ცნობილია ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2025- ის გამარჯვებულები . სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლენილ 36 გამარჯვებულს ჯილდოები გადაეცათ.
ოლიმპიადა აგრონომიის, სასურსათო ტექნოლოგიის, სატყეო საქმის, ღვინის ტექნოლოგიის, ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის მიმართულებებში ჩატარდა და მოიცვა ფაქტობრივად ყველა ის პრიორიტეტული დარგი და სპეციალობა, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია საქართველოს შესაბამისი პროფილის დასაქმების ბაზარზე.