საბერძნეთში ფერმერების აქციები გრძელდება

18 დეკ 2025

ფერმერები სასოფლო-სამეურნეო დახმარების დაგვიანებას და სამეწარმეო ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს აგრძელებენ საბერძნეთში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ ფერმერებისთვის დამატებითი მხარდაჭერის გამოცხადებიდან ერთი დღის შემდეგ, ფერმერები აგრძელებენ ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან საკვანძო სასაზღვრო გამშვები პუნქტების ბლოკირებას.
ევროკავშირის სუბსიდიების გადახდის შეფერხება ქვეყანაში კორუფციული სკანდალის გამოძიებამ გამოიწვია. ევროპის პროკურატურამ წელს განაცხადა, რომ გამოავლინა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, ბერძენი ფერმერები ოფიციალური პირების დახმარებით ევროკავშირის სახსრებს ითვისებდნენ.
საბერძნეთის ხელისუფლებამ დაიწყო ცალკეული გამოძიებები, ხოლო პარლამენტი ამოწმებს სახელმწიფოსააგენტოს, რომელიც ყოველწლიურად ევროკავშირისგან მიღებულ დაახლოებით 2,5 მილიარდ ევროს დახმარებას უნაწილებს ასიათასობით ფერმერს.