17 დეკ 2025
თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი საპილოტე პროექტი - „სამხედრო საქმე" აქტიურად ხორციელდება.
საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობადობის ამაღლების, პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებში სამხედრო საქმის შესწავლის მიზნით, საგანი ქვეყნის მასშტაბით 137 საჯარო სკოლაში ისწავლება.
მე-9 კლასის მოსწავლეებს სასწავლო პროგრამას თავდაცვის ძალების თადარიგის ოფიცრები ასწავლიან, რომლებმაც აღნიშნული პროექტისთვის შესაბამისი პედაგოგიური გადამზადება გაიარეს.
თეორიული პროგრამის გავლის შემდეგ, მოსწავლეები „ერთი დღე ჯარში" პროექტის ფარგლებში სამხედრო ბაზებს სტუმრობენ და ადგილზე ეცნობიან სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო პირობებს.