17 დეკ 2025
კომკომის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის სემინარი „ხელოვნური ინტელექტი და მისი გამოყენება მედიაში“ ჩატარდა, რომელსაც მონაცემთა ანალიტიკოსი და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, ირაკლი გოგატიშვილი გაუძღვა.
შეხვედრის ფარგლებში ტრენერმა ისაუბრა თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ მუშაობს ის, ამასთან, როგორ გამოიყენება სხვადასხვა დარგებსა და მედიასაშუალებებში.
გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ ყველაზე პოპულარულ და პრაქტიკულ AI ხელსაწყოებს, ასევე, Deep Fake-ისა და ყალბი ინფორმაციის ამოცნობის ხერხებს.