17 დეკ 2025
წელს „კარგი მასპინძლის“ სტატუსი 15-მდე საოჯახო სასტუმროს მფლობელმა მიიღო. დაჯილდოვების ცერემონიალზე მათ სპეციალური ნიშანი და ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
ეს მაღალმთიან აჭარაში მოქმედი ის 15 საოჯახო სასტუმროა, რომლებმაც პროექტის კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.
მთავარი მოთხოვნა იყო მოწესრიგებული საოჯახო სასტუმრო, ავთენტური გარემოს შენარჩუნება და სერვისის უზრუნველყოფა.
სტატუსის მიღების შემდეგ გამარჯვებულებს ეძლევათ შესაძლებლობა წელიწადის 4 ვერ სეზონზე მაღალმთიან აჭარაში უმასპინძლონ ერთის მხრივ ვიზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მეორეს მხრივ კი მათი წვლილი შეიტანონ რეგიონის ტურიზმის განვითარებაში.
ღონისძიების მთავარი ნაწილის დაწყებამდე, მოწვეული სტუმრები დაჯილდოვებულების საქმიანობას და იმ სერვისებს გაეცნენ, რასაც მათი საოჯახო ტიპის სასტუმროები სთავაზობენ ვიზიტორებს.
პროექტი „კარგი მასპინძელი“ აჭარაში პირველად ხორციელდება.
იგი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზანი ქალაქგარეთ მდებარე საოჯახო სასტუმროების პოპულარიზაცია და ტურიზმის სფეროში მათი ჩართულობაა.