აგვისტოს ომის გმირებს ბათუმში პატივი მიაგეს

07 აგვ 2025

გვახსოვდეს 2008 წლის 7 აგვისტო, რუსეთი ოკუპანტია”- ამ სლოგანით პარტია “ახლების” წევრები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მათ ბათუმში აგვისტოს ომის გმირთა მემორიალი  ყვავილებით შეამკეს.

შეკრებილებმა დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ სულებს პატივი მიაგეს.