16 დეკ 2025
მაღალრეინტინგულმა ბრიტანულმა გამოცემამ Independent- მა 2026 წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის საქართველო დაასახელა.
ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცლებს.
Independent-ის სამოგზაურო სიაში საქართველო მალიორკას, აშშ-ს, სამხრეთ კორეისა და სხვა პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა.
გამოცემის მოგზაურის ექსპერტის ლორენ ტეილორის თქმით, ტურისტებისთვის საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება. „აღმოსავლეთ ევროპის ეს ქვეყანა სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს.
ამას დაემატება ახალი ავიარეისები, რომელიც 2026 წლიდან დაიწყება საქართველოს მიმართულებით“- ამბობს მოგზაური.