Reuters - ზელენსკიმ თქვა, რომ ომის დასასრულებლად მზად არის ნატოში გაწევრიანების საკითხზე უარი თქვას

15 დეკ 2025

ბერლინში უკრაინისა      და აშშ-ის პრეზიდენტები ,   სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრა ხუთ საათს გაგრძელდა.  Reuters – ის ცნობით,   ვოლოდიმირ ზელენსკიმ  მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ ომის დასრულების მიზნით უკრაინა მზად არის, უარი თქვას ნატოში გაწევრიანების მისწრაფებაზე, დასავლეთის იურიდიული უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თქმით, ზელენსკისთან და ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან, შეხვედრისას „მნიშვნელოვანი პროგრესი“ იქნა მიღწეული. ზელენსკის მრჩევლის, დმიტრი ლიტვინის განცხადებით, მხარეებმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, ეკონომიკური საკითხები და უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი ტერიტორიების დათმობაზე არ განიხილავს და უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებულო უნდა იყოს. ბერლინში მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება.