საგამოძიებო კომისია ხვალ დასკვნას დაამტკიცებს

03 აგვ 2025

ხვალ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება,  კომისია განიხილავს და დაამტკიცებს დასკვნის პროექტს, რომელსაც საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დასკვნითი სხდომა 11:00 საათზე გაიმართება.