ბეშუმში სახალხო დღესასწაული შუამთობა 2025 გაიხსნა

02 აგვ 2025

ტრადიციული სახალხო დღესასწაული შუამთობა მასშტაბურად აღინიშნა - ბეშუმში დამსვენებლებისთვის და სპეციალურად ამ დღისთვის ბეშუმში სტუმრად მყოფებისთვის ჩატარდა სხვადასხვა გასართობი შეჯიბრება თუ ღონისძიება, ხოლო მოქალაქეებს სიტყვით პრეზიდენტმა, პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართეს.