მრევლიშვილის სახელობის თბილისის დრამატული თეატრის გასტროლი ბათუმში

01 აგვ 2025

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის დრამატული თეატრის გასტროლი ბათუმში. დასმა ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის "მცირე სცენაზე" სპექტაკლი "რეპეტიციის შემდეგ" წარადგინა.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ მრევლიშვილია. წარმოდგენა თეატრისა და კინოს რეჟისორის ინგმარ ბერგმანის პიესის მოტივებზეა შექმნილი. სპექტაკლში მსახიობები აკაკი ხიდაშელი და მარინა კახიანი მონაწილეობენ.