2 აგვისტოს ბეშუმში „შუამთობა" გაიმართება

30 ივლ 2025

2 აგვისტოს ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება! ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები: საბავშვო და სპორტული აქტივობები. მოეწყობა კვების სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. შუამთობასთან დაკავშირებულ კონცერტს ანსამბლი "ბერმუხა" და ვოკალური ანსამბლი „ხულო“ გახსნიან. დააჯილდოებენ საპატიო  ხულოელებს, ტრადიციულად ჩატარდება ნიშნობის ცერემონია.