სასამართლომ 5 მილიონის მიტაცებისთვის ცეცხლაძეს 8 წელი მიუსაჯა

15 მაი 2017

5 მილიონის მიტაცების საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ცეცხლაძეს, თავისუფლების აღკვეთა 8 წლით მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟაშვილმა, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ირაკლი ცეცხლაძეს 3 წელით სახელმწიფო სამსახურში მუშაობა აეკრძალა. 

გამოძიება შპს "ჰიგიენა 2009" დირექტორს ირაკლი ცეცხლაძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონის მითვისებას ედავებოდა, რაც 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. თანხა, რომლის მითვისებასაც ცეცხლაძე არ უარყოფს ქობულეთში ნაგავსაყრელის მოწყობისთვის იყო განკუთვნილი. შპს “ჰიგიენა 2009” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა.