ოკუპირებული აფხაზეთის „საჰაერო სივრცე“ რამდენიმე დრონმა დაარღვია - ბადრა გუნბა

24 ივლ 2025

ოკუპირებული აფხაზეთის "საჰაერო სივრცე" რამდენიმე დრონმა დაარღვია. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა”, ბადრა გუნბამ ე.წ. “უშიშროების საბჭოს” სხდომაზე განაცხადა.

გუნბამ “უშიშროების საბჭოს” სხდომა ოკუპირებული რეგიონის “სახელმწიფო საზღვრების: მახლობლად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დრონებით მასიური თავდასხმის გამო მოიწვია.

ასევე აღინიშნა, რომ რამდენიმე დრონმა ოკუპირებული რეგიონის საჰაერო სივრცე დაარღვია.